რა ხდება ციხეში, სადაც ოლიგარქმა ევროპული მომავლის მცველები გამოკეტა?
რა ხდება ციხეში, სადაც ოლიგარქმა ევროპული მომავლის მცველები გამოკეტა? რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი "ტვ პირველს" ვრცელ წერილს უგზავნის. ვეფხია კასრაძე წერს, თუ როგორ ზრუნავენ სამშობლოს სიყვარულისთვის დაკავებულები ერთმანეთზე და როგორ ინაწილებენ ლუკმას.
"აქამდე თუ ხუთი შვილი მყავდა, ახლა 8 შვილის მამა ვარ" - 53 წლის ომის ვეტერანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს, ახლა გლდანის ციხეში აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებთან ერთად უკანონო ტყვეობაში იმყოფება.
"რუსთაველის მცველებო არ დაიღალოთ და არ დანებდეთ” - ითხოვს პოლიტპატიმარი 84-ე საკნიდან.