ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს სოციალურ ქსელში ცნობადობის გაზრდა უნდა - ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყოფა

08.01.25 20:54
ანტიკორუფციული  ბიუროს უფროსს სოციალურ  ქსელში ცნობადობის გაზრდა უნდა - ბიუჯეტიდან 30  000 ლარი გამოიყოფა

ანტიკორუფციული  ბიუროს უფროსს სოციალურ  ქსელში ცნობადობის გაზრდა უნდა, ამ მოტივით რაჟდენ კუპრაშვილმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა,  წერილში ანტიკორუფციული  ბიუროს ხელმძღვანელი წერს რომ  სურს ფეისბუქ გვერდის და მასზე განთავსებული  სიახლეების პოპულარიზაცია,  ანუ  იმის გაპიარება ვისთან  რა შეხვედრას გამართავს. ეს მაშინ როდესაც ამ  დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია ანტიკორუფციული  ბიუროს შექმნის დღიდან  დღემდე გამოიკვლიეს თუ არა რომელიმე სახელმწიფო  უწყებაში  კორუფციული  რისკები.

რაჟდენ კუპრაშვილი ფიქრობს რომ  ფეისბუქს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს  სწორედ ამ მიზნით მისი  საქმიანობის გაპიარება  სახელმწიფო  ბიუჯეტიდან  30 000  ლარი დაჯდება. ოპოზიციას უჩნდება კითხვა რატომ  ვაპიარებთ უწყებას რომელიც კორუფციასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა თუმცა არაერთი მტკიცებულების მიუხედავად არაფერი  გაუკეთებია მეტიც, 2024 წლის საპარლამენტო  არჩევნების წინ  ბიუროს ხელმძღვანელმა სადამკვირვებლო  ორგანიზაციები  პოლიტიკურ პარტიებად გამოაცხადა.  

უკვე ერთი თვეა, რაც ანტიკორუფციული  ბიუროს ვებგვერდზე აღარ არის მარტივად ხელმისაწვდომი ინფორმაცია საჯარო მოხელეების დეკლარაციებთან  დაკავშირებით. დაინტერესებულ პირებს აღარ აქვთ შესაძლებლობა მარტივად გაეცნონ თანამდებობის პირთა ქონებრივ მდგომარეობას. ამ ინფორმაციის მისაღებად ანტიკორუფციულ ბიუროს 10 დღიანი  ვადა აქვს დაწესებული.    

მალე სახელმწიფო  ბიუჯეტიდან 30  000  ლარი  გამოიყოფა ეს თანხა კი  ანტიკორუფციული ბიუროს ფეისბუქ გვერდის რეკლამირებას მოხმარდება.

ანტიკორუფციული ბიუროს ხარჯები - ანა მდივანი

მსგავსი სიახლეები