რამდენადაც ქართველები მამაცურად აგრძელებენ პროტესტს, აშშ-ს მხარდაჭერა მათ მიმართ ურყევად დარჩება - მარკ ვისი
"ვამაყობ, რომ ვარ MEGOBARI აქტის თანაინიციატორი და ვდგავარ ქართველ ხალხთან რუსული ჩარევისგან თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლაში" - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, მარკ ვისი პლატფორმა X-ზე წერს.
მარკ ვისი ჯო უილსონისა და 42 პოლიტიკოსის საერთო წერილს აზიარებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენადაც ქართველები მამაცურად აგრძელებენ პროტესტს, აშშ-ს მხარდაჭერა მათ მიმართ ურყევად დარჩება.
ვამაყობ, რომ ვარ MEGOBARI აქტის თანაინიციატორი და ვდგავარ ქართველ ხალხთან რუსული ჩარევისგან თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლაში - მომავლის, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებებს.
რამდენადაც ქართველები მამაცურად აგრძელებენ პროტესტს, აშშ-ს მხარდაჭერა მათ მიმართ ურყევად დარჩება." - წერს მარკ ვისი.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე მსოფლიოს 42 პოლიტიკოსთან ერთად საქართველოს შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
ჯო უილსონი და დასავლური პოლიტიკური სპექტრი ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოუწოდებენ, გაატარონ ერთიანი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ და ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმს უარყოფენ.
მოთხოვნათა ჩამონათვალში პოლიტიკოსებმა "ქართულ ოცნებასთან" მაღალი დონის შეხვედრების აკრძალვა და როგორც ივანიშვილის რეჟიმის მსახურთათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის ძირის გამოთხრისთვის პროპაგანდისტების დასანქცირება შეიყვანეს.