მე და დონალდ ტრამპი ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად - უილსონი

08.01.25 21:06
მე და დონალდ ტრამპი ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად - უილსონი

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "აშშ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს არ ცნობს".

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი აგრძელებს ტირანული რეჟიმების არ აღიარების დიდ ამერიკულ ტრადიციას" - აღნიშნავს კონგრესმენი და იქვე ამატებს, რომ დონალდ ტრამპთან ერთად საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნისთვის იმუშავებს. 

ამერიკა არ ცნობს ივანიშვილის რეჟიმს.  ქართული კოშმარის არაღიარების აქტი აგრძელებს ტირანული რეჟიმების არ აღიარების დიდ ამერიკულ ტრადიციას. მე და დონალდ ტრამპი ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად". - წერს ჯო უილსონი. 

მსგავსი სიახლეები