"ოცნების" განცხადება რამდენიმე-გვერდიანი აგონიური ბოდვაა - ჯაფარიძე
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე "რამდენიმე-გვერდიან აგონიურ ბოდვას" უწოდებს და "რუსულ სახელმძღვანელოდ" აცხადებს.
"განცხადება ტყუილებით სავსეა" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის ნარატივები ტოტალიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი და საზოგადოებაში დაბნეულობის გამოწვევას ემსახურება.
"ქართული ოცნება" სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. მათ ჰქონდათ თავიანთი ლობისტური ჯგუფებისგან ინფორმაცია, რომ დღეს კანონპროექტის დარეგისტრირებას აპირებენ. ("ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება) რამდენიმე-გვერდიანი აგონიური ბოდვაა, რომელიც ტოტალური ტყუილებით არის სავსე. ჩვენ დაგვჭირდება დღეები, რომ რაღაც სიგიჟეზე ვილაპარაკოთ. ეს არის ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი, რომ ბუნდოვანება, დაბნეულობა შექმნან. მთლიანი ტექსტი საოცარი ტყუილებით სავსეა. ეს ტექსტი თან ემსახურება იმას, რომ რაიმე ეთქვათ საკუთარი ამომრჩევლისთვის", - ამბობს გია ჯაფარიძე.
ცნობისთვის, დღეს, 8 იანვარს, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა.