კონგრესიდან ერთ-ერთი წყარო მეუბნება, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" დაარეგისტრირეს - საჯაია

09.01.25 01:00
კონგრესიდან ერთ-ერთი წყარო მეუბნება, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" დაარეგისტრირეს - საჯაია

"კონგრესიდან ერთ-ერთი წყარო მეუბნება, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" დაარეგისტრირეს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში FoxNews-ის ქართველი კორესპონდენტი, ნანა საჯაია წერს.

დოკუმენტის ზუსტი შინაარსი ამ დრომდე ცნობილი არ არის, თუმცა ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის არაღიარებას ოფიციალურად მოითხოვს და "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობების ნორმალიზებას კრძალავს.

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი", რომელიც რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა წარადგინეს, ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ცნობს. 

ამასთან, საყურადღებოა, რომ მსგავსი პრეცედენტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არსებობს. ნათელი მაგალითი 2023 წელს, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილი "ასადის მთავრობის არაღიარების აქტია".

მსგავსი სიახლეები