დროებით ოკუპირებულ გალში, ტრაგიკულად დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ - ფოტოები ენგურიდან

09.01.25 10:51
დროებით ოკუპირებულ გალში, ტრაგიკულად დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ - ფოტოები ენგურიდან

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ მოზარდებს დღეს ამავე სოფელში დაკრძალავენ.  

ენგურის ხიდზე დილიდან ჭოლარიების ოჯახის ნათესავები, მეზობლები და ბავშვების  ბაღისა და სკოლის მასწავლებლები იკრიბებიან, 10 ადამიანს სპეციალურად ამ დღისთვის შესაბამისი ნებართვები მისცეს, თუმცა მსურველი მეტია.

მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია  5 იანვარს დატრიალდა.

ადგილობრივების თქმით,  ღუმელის დანთებისას ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია, რასაც ცეცხლის აალება მოჰყვა. 

დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის.

ბავშვების ბებია კლინიკაშია მოთავსებული. 

მსგავსი სიახლეები