პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოზე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
დღეს, 9 იანვარს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ჯო უილსონი საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ - ინფორმაციას "ჰადსონის ინსტიტუტი" ავრცელებს.
ჰადსონის ინსტიტუტის ორგანიზებული დისკუსია, 19 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილი კონფერენციას თბილისიდან, ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება.
"ჰადსონის ინსტიტუტში" დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ - აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლორა თორნტონი, ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი, ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი.
"ჰადსონის ინსტიტუტის" განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრემლის პოზიცია დაიჭირა, დაგმო დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, გააღრმავა საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და უკრაინის ომი ჩრდილო- ატლანტიკურ ორგანიზაციას დააბრალა. პარტიამ შეინარჩუნა ძალაუფლება პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის გზით. ამ გამოწვევების მიუხედავად, ქართველები გაბედულად დგანან რუსეთის გავლენის წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ შეესაბამება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს".