საბერიოს ტრაგედია - საქართველოში გერმანიის საელჩოში დროშები დაუშვეს

09.01.25 12:48
საბერიოს ტრაგედია - საქართველოში გერმანიის საელჩოში დროშები დაუშვეს

საბერიოს ტრაგედია - საქართველოში გერმანიის საელჩოში დროშები დაუშვეს.  უწყება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ მოზარდებს დღეს ამავე სოფელში დაკრძალავენ.   

მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები