„გახარია საქართველოსთვის“ PACE-ს მოუწოდებს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები

09.01.25 15:16
„გახარია საქართველოსთვის“ PACE-ს მოუწოდებს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები

„გახარია საქართველოსთვის“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოუწოდებს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები.

ექსპრემიერის გუნდის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

„პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას:

არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები;

მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში.

განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები.

გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, 3 პროდასავლური პარტია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს - განცხადების ავტორები ითხოვენ, ასამბლეაში "საპარლამენტო" დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.

მისი თქმით, არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული "პარლამენტი" და მის მიერ არჩეული "პრეზიდენტი" ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან და დელეგაციაც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება.

 

მსგავსი სიახლეები