ადვოკატი: სასამართლოს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს - ხვალ, კიდევ ერთ დიდ სპექტაკლში მივიღებთ მონაწილეობას, რომლის მთავარი მსახიობიც ანდრო ჭიჭინაძე იქნება

09.01.25 15:32
ადვოკატი: სასამართლოს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს - ხვალ, კიდევ ერთ დიდ სპექტაკლში მივიღებთ მონაწილეობას, რომლის მთავარი მსახიობიც ანდრო ჭიჭინაძე იქნება

ასამართლოს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს - ამის შესახებ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ხვალ, კიდევ ერთ დიდ სპექტაკლში მივიღებთ მონაწილეობას, რომლის მთავარი მსახიობიც ანდრო ჭიჭინაძე იქნება". 

ირკვევა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ჭიჭინაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს.

სასამართლომ და მოსამართლემ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დაამოწმა. სამწუხაროდ, ეს სიტყვა უნდა გამოვიყენო დღეს, სასამართლოს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს, ისინი ამოწმებენ იმ დოკუმენტებს, რომელიც პროკურატურის წარმომადგენლებს შეაქვთ. ის სრულიად დაუსაბუთებელი იყო და ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ პროცესი გაიწელოს. ამ პროცესის გაწელვის შედეგად იმედი აქვთ ალბათ, რომ გარე მუხტი შედარებით დაცხრება და უკანონოდ დაპატიმრებული, ანდრო ჭიჭინაძიდან დაწყებული, ყველა მიავიწყდება საზოგადოებას, თუმცა, ეს ასე არ იქნება. ხვალ, კიდევ ერთ დიდ სპექტაკლში მივიღებთ მონაწილეობას, რომლის მთავარი მსახიობიც ანდრო ჭიჭინაძე იქნება. იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდეს და ანდრო ჭიჭინაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან, თუმცა, სავარაუდოდ, მაინც სასამართლოს დავუტოვებთ საშუალებას და მას გირაოს შევთავაზებთ, თუმცა, არა კონკრეტული რაოდენობით, არამედ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ თავად განსაზღვროს სასამართლომ ოდენობა. არ არსებობს არც ერთი საფუძველი, რომ ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობაში დარჩეს“, - განაცხადა მიგინეიშვილმა.

სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის,  თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჭიჭინაძის პროცესი 5 მარტისთვის გადადო.

ადვოკატი ამბობს, რომ ხვალ სასამართლო ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

 

მსგავსი სიახლეები