ანდრო ჭიჭინაძის დედა შვილს: შენ მანდ არ დაგტოვებ (ვიდეო)

09.01.25 15:53
ანდრო ჭიჭინაძის დედა შვილს:  შენ მანდ არ დაგტოვებ (ვიდეო)

 

 

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე აცხადებს, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებული შვილის ციხეში დატოვებას არ შეეგუება. 

გუნცაძე აცხადებს, რომ თუ სინდისის პატიმრებს მოსამართლე ციხეში დატოვებს, ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ცოტათი იმის იმედი მაქვს, რომ მოსამართლეს სინდისის ნატამალი მაინც ექნება. თუ ანდროს და სხვა უკანონო პატიმრებს პატიმრობას მიუსჯიან, ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებ. 

ანდრო, მშვიდად იყავი, მე ძალიან მაგრა ვარ, არ გავტყდები. ეს დრო საშენოდ გამოიყენე - ბევრი იფიქრე, წერე. შენი მეგობრები, კოლეგები, ყველა შენთანაა. 

საოცარი მხარდაჭერა გაქვს, მე მსგავს გვერდში დგომას არც ველოდებოდი. ყველაფერი კარგად იქნება. მე შენ მანდ არ დაგტოვებ"- აცხადებს პოლიტიკური პატიმრის დედა. 

10 იანვარს 10:00 საათზე საქალაქო სასამართლოსთან, სადაც  მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პროცესი უნდა ჩატარდეს, საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები მხარდაჭერას გამოუცხადებენ ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

წინასასამართლო პროცესი 5 მარტისთვისაა გადადებული, ხვალინდელ პროცესზე კი მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს გაუხანგრძლივებს თუ არა ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას.  

 ცნობისთვის, ცნობილი მსახიობი საპროტესტო აქციების ფარგლებში 5 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე მათი  ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და გიორგი გიორგაძის საქმე კი, ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები