ასადის რეჟიმის შემდეგ, შტატების არაღიარების სამიზნე ივანიშვილია - კონგრესმა ოლიგარქს წამზომი ჩაურთო
ერთი ნაბიჯი რეჟიმის სრულ იზოლაციამდე. ასადის რეჟიმის შემდეგ, შტატების არაღიარების სამიზნე ოლიგარქი ივანიშვილია - შეერთებული შტატების კონგრესმა "ოცნების" დამფუძნებელს წამზომი ჩაურთო". ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" დამტკიცება ივანიშვილისთვის საბოლოო განაჩენი იქნება, რომელიც "ოცნების" მმართველობას ბაშარ ალ ასადის რეჟიმის გვერდით დააყენებს. ეს კი ნიშნავს, რომ არალეგიტიმურ მთავრობასთან ნებისმიერი ფორმატის კონტაქტი გაწყდება და ამერიკული დახმარებაც წარსულს ჩაბარდება.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ შტატების ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს ევროკავშირიც იზიარებს. ასე მოხდა მადუროს რეჟიმის შემთხვევაში. დონალდ ტრამპი, რომელიც ოლიგარქის ბოლო იმედი იყო, მის ყველაზე დიდ კოშმარად იქცა. ტრამპის ინაუგურაციაზე საქ-ოდან მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი - სალომე ზურაბიშვილი იქნება წარმოდგენილი.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.