ამნისტიის შესახებ კანონი უკვე ძალაშია, თუმცა ის ნიკა მელიას არ შეეხება
პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ამნისტია ძალაშია. დოკუმენტი ,,საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. კანონის მიხედვით, სასჯელისგან გათავისუფდება ყველა, ვინც 20 ან 21 ივნისს ,,გავრილოვის ღამის" ბრალდებულად სცნეს. ამ დოკუმენტით ბრალდებული პირები სასჯელისაგან პირველივე სხდომაზე უნდა გათავისუფლდნენ, საქმე შეწყდეს და ნასამართლეობა მოეხსნათ,
ამნისტიის კანონი სავარუდოდ, არ შეეხება ნიკა მელიას, რადგან კანონი ორმაგი კითხვის საშუალებას იძლევა. ამნისტიის აქტში ,,ქართულმა ოცნებამ" უცნაური ჩანაწერი გააკეთა, რომ პასუხისმგებლობის გათავისუფლებისთვის საჭიროა ბრალდებულის თანხმობა.
ნიკა მელიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მას 20-21 ივნისს პარლამენტთან დანაშაული არ ჩაუდენია და აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის ამნისტიის მოთხოვნით მიმართვას აპირებს.