თავად აცხადებენ, ქოცები ვართო და ცესკო-ში ნეიტრალურ წევრად გააფორმეს - ლევან ხაბეიშვილი
საარჩევნო თაღლითობაზე ოპოზიცია პასუხს ხელისუფლებას სთხოვს. ,,პირველების" ეთერში გასული ინფორმაციის შემდეგ, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ოცნება" საუბნო კომისიებს ნათესავებით აკომპლექტებს, მამათის საუბნო კომისიაში ,,ნაციონალური მოძრობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, მივიდა. დაწერილია საჩივარი, სადაც ოპოზიცია ნათესავებით დაკომპლექტებული საუბნო კომისიის გაუქმებას მოითხოვს. სარჩევნო თაღლითობას არ აღიარებენ საუბნო კომისიაში.
ტვ პირველის ინფორმ,აციით, მამათის საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა კილაძე, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საიდანა დაბრუნების შემდეგაც მოხდა მამათის საარჩევნო კომისიის ,,ოცნების" მხარდამჭერებით დაკომპლექტება.
ცოლი, შვილი, რძლები ნეიტრალურებად დანიშნეს და ხელფასებიც დაუნიშნეს, ამბობენ, რომ ,,ქოცები" არიან და ქოცურად ჩაატარებენ არჩევნებს, ცესკო-მ, როგორც ნეიტრალურ წევრს, ხელფასიც დაუნიშნა.
ანუ მილიარდერის პარტია უნდა ვაფინასოთ და რაც სურთ, ის უნდა დაგვიწერონ? გადაწერონ-გადმოწერონ ოქმები, თან ნეიტრალური იყოს და თან იძახოს, ქოცი ვარო? ეს არ გაუვათ - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი
მამათის საარჩევნო საუბნო კომისიის თავმჯდომარე აცახდებს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია კომისის წევრების პარტიულობისა და ნათესავური კავშირების შესახებ და ამას გადაამოწმებს.
კანონი არ მავალდებულებს კომისიის წევრების ნათესავური კავშირების დადგენას. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ კომისიის წევრები ,,ოცნებით" დავაკომპლექტეთ. ამ ამბავს მოვიკვლევ - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.
ოპოზიციამ ცენტარლურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა საცივრით, შეისწავლოს მამათში არსებული სიტუაცია და რეაგირება მისცეს მომხდარ ფაქტს.