PACE-ს დელეგაციას მივაწვდით ინფორმაციას, როგორ მოხდა საქართველოში არჩევნების ნაცვლად, რუსეთის სპეცოპერაციის ჩატარება - სამადაშვილი

10.01.25 15:16
 PACE-ს დელეგაციას მივაწვდით ინფორმაციას, როგორ მოხდა საქართველოში არჩევნების ნაცვლად, რუსეთის სპეცოპერაციის ჩატარება - სამადაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე  სამადაშვილი საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამბობს, რომ ისინი კიდევ ერთხელ მიაწვდიან ინფორმაციას, “თუ როგორ მოხდა საქართველოში არჩევნების ნაცვლად, რუსეთის სპეცოპერაციის ჩატარება“.

სამადაშვილის თქმით, ვიზიტი უკავშირდება იმას, რომ სანამ შედგება შესაფერისი განხილვა, ფაქტების შესწავლა მოხდეს ადგილზე.

“ცხადია, რომ ჩვენ შევხვდებით ამ დელეგაციას, მივაწვდით დამატებით ინფორმაციას“, - აცხადებს სამადაშვილი.

მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივმართეთ საპრლამენტო ასამბლეას, რომ არ მოხდეს, ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის აკრედიტაცია, როგორც დელეგაციის. ეს ვიზიტი უკავშირდება იმას, რომ სანამ შედგება შესაფერისი განხილვა, ფაქტების შესწავლა მოხდეს ადგილზე, ზუსტად გაერკვნენ ჩვენს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში, რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას და ამიტომ, ცხადია, რომ ჩვენ შევხვდებით ამ დელეგაციას, მივაწვდით დამატებით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა საქართველოში არჩევნების ნაცვლად, რუსეთის პეცოპერაციის ჩატარება და კიდევ ერთხელ მივაწვდით ინფორმაციას, რატომ მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად, რომ არ მოხდეს რუსული სპეცოპერაციის შედეგების ლეგიტიმაცია საერთაშორისო ასპარეზზე, - განაცხადა სამადაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები: კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) “ფაქტების დასადგენად” 14-16 იანვარს საქართველოში ჩამოვლენ.

როგორც PACE-ს განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობა, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.

მსგავსი სიახლეები