"ძონძები გახდნენ"- ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის გუნდზე

10.01.25 15:36
"ძონძები გახდნენ"- ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის გუნდზე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს საერთაშორისო არენაზე არავინ არ დაელაპარაკება. 

ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა "საპოჟნიკიც" კი არ შეხვდება ამათ - ამბობს ელისაშვილი. 

მისი თქმით, პარტნიორებმა სანქციების გაფართოებით "ოცნებასთან" დაიწყეს ისეთი საუბარი, "როგორადაც იმსახურებენ". 

როდესაც ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ამყარებენ, როდესაც ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურახუნეს და გინდა ლობიზმში დახარჯე, გინდა ნუ დახარჯავ, უკვე მაგ დროს ძალიან წითელ ხაზებს ავლებ. ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა "საპოჟნიკიც" კი არ შეხვდება ამათ, ისეთ დღეში არიან. არავის პროფესიას არ ვაკნინებ, მაგრამ ამათ გამორიცხულია ვინმე შეხვდეთ, სასტუმროს წინ რომ შვეიცარები დგანან ისინი არ მიესალმებიან უცხოეთში რომ წავიდნენ. ესენი ისეთი ძონძები გახდნენ, სანქციების გრძელდება და ფართოვდება და უკვე დაუწყეს "ოცნებას" ისე ლაპარაკი, როგორადაც იმსახურებენ", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.  

ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას, "ქართული ოცნების" წევრები ტელევიზორით უყურებენ. ოლიგარქის პარტია 20 იანვრის ღონისძიებას თბილისიდან დააკვირდება. ვაშინგტონში პრეზიდენტის სტატუსით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია დაპატიჟებული.  არაღიარებული ხელისუფლებიდან,  არცერთი თანამდებობის პირი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ. არადა ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყნის პირველი პირი ღონისძიებაზე დაპატიჟა, მათ შორის ჩინეთის ლიდერიც. 

მსგავსი სიახლეები