იმსახურებს თუ არა საქართველო ევროსაბჭოს წევრობას - PACE-ს დელეგაცია თბილისში ჩამოდის

10.01.25 21:09
იმსახურებს თუ არა საქართველო ევროსაბჭოს წევრობას - PACE-ს დელეგაცია თბილისში ჩამოდის

 

არჩევნების გაყალბების ფაქტების შესასწავლად ევროსაბჭოს საგანგებო დელეგაცია თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვა. არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო ივანიშვილის სანქცირებული რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება ევროსაბჭოსაც უჭირს, ამიტომ იქამდე, სანამ გადაწყვეტილება იქნება, ფაქტების დამდგენი ჯგუფი დაადგენს, რა მეთოდებით გააყალბა ივანიშვილის რეჟიმმა არჩევნები და ვინ დაემხმარა ძალაუფლების შენარჩუნეაბში.

იმისთვის, რომ ეს ვიზიტი "ოცნებამ" საკუთარი პროპაგანდისთვის არ გამოიყენოს, პასე აზუსტებს,  რომ ეს არის რეგულარული ვიზიტი, რომელიც არ შეიძლება ვინმესთვის ლეგიტიმაციის მინიჭებად აღიქვან. დელეგატები მოუსმენენ "ოცნებასაც" იმისთვის, რომ გაიგონ მეტი იმ სქემის შესახებ, რომელმაც ხალხის ნება შეცვალა. საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა, ამიტომ მას მეტი ვალდებულება აქვს არჩევნები იმ სტარდარტებით ჩაატაროს, რომელსაც ორგანიზაცია მოითხოვს. ამიტომ, საგანგებო მისიამ ვიზიტამდე ოპოზიციის წერილი მიიღო, არ მიანიჭონ "ოცნების" საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება.

ფაქტების დამდგენმა მისიამ უნდა შეისწავლოს რუსეთის კვალი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა, პარტნიორები შეერთებული შტატებიდან დარწმუნებულები არიან, რომ პუტინის რეჟიმთან ერთად ივანიშვილს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ირანი და აზერბაიჯანიც ეხმარებოდა. ივანიშვილის გუნდი ახლა სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ჰადსონის ინსტიტუტის გავლენიანმა მკვლევარმა პირდაპირ თქვა, რომ "ოცნება" მხარდაჭერას ირანისგან და აზერბაიჯანისგანაც იღებდა, ამიტომ, ირანში კობახიძის ვიზიტი შემთხვევითობა სულაც არ არის.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები