ივანიშვილის ოჯახის წევრები, კარის ბიზნესმენები და პროპაგანდისტები - ვის დასანქცირებას ითხოვენ კონგრესმენები

10.01.25 20:41
ივანიშვილის ოჯახის წევრები, კარის ბიზნესმენები და პროპაგანდისტები - ვის დასანქცირებას ითხოვენ კონგრესმენები

 

ამერიკის მომავალ სახელმწიფო მდივანს კაბინეტში ივანიშვილის რეჟიმის მსახური იმ ხალხის 25 კაციანი სია დახვდება, ვინც კონგრესმენების აზრით, ამერიკის მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაასანქციროს. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, მარკო რუბიოს კონგრესმენები სთხოვენ, შავ სიაში ჩასვას ოლიგარქის მაცოცხლებელთა ქსელი - ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ბიზნესი, ოჯახი და პროპაგანდისტები. ბიზნესმენების ამ სიაში გამოჩენა გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ ივანიშვილის რეჟიმის სპონსორობა ყველას ძვირი დაუჯდება.

სანქცირების წინასწარ სიაში მოხვდა ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე - "ვიარ ჰოლდინგის" მფლობელი. "პირველების" ინფორმაციით, ნამორაძის წინაააღმდეგ მტკიცებილებები უკვე შეგროვებულია, რომ მან უკრაინასთან ომის შემდეგ, საქართველოში რუსული ფულის შემოიტანა და სანქციებულს ხალხს ინვესტირებაში ეხმარებოდა. 

25 კაციან სიაშია ვანო ჩხარტიშვილი. ის ოლიგარქთან ერთად რამდენიმე ბიზნესს ფლობს და ივანიშვილის მთავარი მხარდამჭერია. სანქციები მივა ყველასთან და ეს პროცესი ვეღარ გაჩერდება ამბობს, ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც კრიზისიდან გამოსლვის გზად ახალ არჩევნებს მიიჩნევს. 

ივანიშივლის რეჟიმის სპონსორობის წინასწარი სანქციების სიაში შეყვანამ "ქართული ოცნება" წყობიდან გამოიყვანა. დღეს მამუკა მდინარაძე ემუქრება ყველას, ვინც ბიზნესს აფრთხილებდა, რომ არ ჩაყვნენ უფსკრულში ოლიგარქის რეჟიმს და ქართველი ხალხის გვედით დადგეს. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები