გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ, ვინც ახლობლები დაკარგა ლოს-ანჯელესის დამანგრეველი ხანძრის შედეგად - ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლოს-ანჯელესის დამანგრეველი ხანძრის შედეგად დაღუპულ მოქალაქეთა ახლობლებს სოლიდარობას უცხადებს.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ, ვინც ახლობლები დაკარგა ლოს-ანჯელესის დამანგრეველი ხანძრის შედეგად. ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მძიმე პერიოდში", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
მდიდრული ვილების გარეშე დარჩენილი ჰოლივუდის ვარსკვლავები. ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრებს სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურებულია ასობით სახლი და სხვა ნაგებობა. მათ შორის სახლების გარეშე დარჩნენ ბილი კრისტალი და პერის ჰილტონი. ხანძრის გამო 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის სავალდებულო ევაკუაციაა გამოცხადებული.