"ოცნება", ისევე როგორც კომუნისტური პარტია, ადამიანების თვალში მორალურად დასრულდა - ბუაძე

10.01.25 23:06
"ოცნება", ისევე როგორც კომუნისტური პარტია, ადამიანების თვალში მორალურად დასრულდა - ბუაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული ანტიევროპული განცხადებისა და საქართველოში განვითარებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ, "ქართული ოცნება" მორალურად დასრულდა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ივანიშვილის რეჟიმსა და კომუნიზმს შორის, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს და "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიზანი როგორც მოქალაქეთა დაშინება, ასევე სიმართლის მიჩქმალვაა. 

28 ნოემბერმა და შემდგომმა პროცესმა მორალურად დაასრულა "ქართული ოცნება". მათი მხარდაჭერების დიდი ნაწილის თვალშიც არის დასრულებული, ისევე როგორც 9 აპრილის შემდეგ, კომუნისტური პარტია ადამიანების თვალში მორალურად დასრულდა. ჩვენ ვიცით, რომ "ოცნების" ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილიც არის პროდასავლურად და პროევროპულად განწყობილი და ისინიც კარგად დარწმუნდნენ, რომ "ოცნება" ამ დაპირების შესრულებას არ აპირებს, ეს არის ტყუილი. არსებობენ ასეთებიც, რომელიც ევროპული პერსპექტივის განადგურებამ შეაშფოთა და ასევე არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ზღვარგადასულმა კრიმინალურმა, სისხლიანმა ოპერაციამ შეაშფოთა. ამ რეჟიმის ამოცანა ადამიანების შეშინებაა. ამ რეჟიმის ამოცანაა, რომ სიმართლე არ გაირკვეს", - ამბობს საბა ბუაძე. 

მსგავსი სიახლეები