სინდისის პატიმრების პროცესი დაიწყო - რას გადაწყვეტს მოსამართლე? (ფოტოები)

11.01.25 10:57
სინდისის პატიმრების პროცესი დაიწყო - რას გადაწყვეტს მოსამართლე? (ფოტოები)

მოვლენათა ეპიცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოა - სინდისის პატიმრების პროცესი დაიწყო. გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ,  ახლა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ უნდა გადაწყვიტოს,  გაუხსნის ციხის კარს პოლიტიკურ პატიმრებს თუ დატოვებს მათ ისევ საპყრობილეებში.

ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, ქუჩაში გასულ ახალგაზრდებს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან და მრავალ წლიანი პატიმრობით ემუქრებიან. დაკავებულთაგან ერთ-ერთი ახალგაზრდა სტუდენტი ზვიად ცეცხლაძეა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.

ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ. 

პროკურატურა ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. რაც შეეხება გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. 

 სასამართლოში იკრიბებიან დაკავებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები, მხარდამჭერები. 

სინდისის პატიმრების მშობლებს გუშინდელი პროცესის გათვალისწინებით, ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვთ. მათი თქმით, საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი და მიზანი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების სამაგალითოდ დასჯააა. 

გუშინ, 10 იანვარს  მოსამართლემ ანალოგიურ საქმეზე ქეთევან ჯაჭვაძემ თერთმეტი პირი, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე პატიმრიბაში დატოვა. 

მსგავსი სიახლეები