სკანდალი: ვინ არის და სად ისწავლა სამართალი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ

11.01.25 11:27
სკანდალი: ვინ არის და სად ისწავლა სამართალი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ

ვინ არის და სად ისწავლა სამართალი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ -  ირკვევა, რომ  სამართალმცოდნემ, რომელმაც სინდისის 11 პატიმარი ციხეში ჩატოვა განათლებაა დავით გარეჯელის სახელობის ტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო.

თუ ოფიციალურ წყაროებს და ინფორმაციას დავეყრდნობით, მოსამართლე ჯაჭვაძეს  სამართალმცოდნის დიპლომის მოსაპოვებლად სულ რაღაც ორი წელი დასჭირდა. 1998 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა.

არადა მაშინ, ბაკალავრის საფეხურის გავლას ხუთი წელი სჭირდებოდა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვები, რამდენად ნამდვილია დიპლომი, რომელიც უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს ადამიანების ბედის გადაწყვეტის შესაძლებლობას აძლევს.

დავით გარეჯელის სახელობის ტექნიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტიდან ახლა მხოლოდ შენობის კედლებია დარჩენილი. ტერიტრია ავტოსადგომად და ცხოველთა თავშესაფრად არის ქცეული.  ინსტიტუტი საგარეჯოში მდებარეობდა და ფუქნციონირება 2006 წელს შეწყვიტა.

ძალიან ცოტა ხანი იფუნქციონირა, აქ არცერთი კურსი არ დამტავრებულა. რომ დაიწყო, მალევე გაუქმნდა. როგორც ასეთი, ჯგუფს დაემთავრებინოს და დიპლომი გაცემულიყო, არ მახსოვს"- ამბობს მოქალაქე, რომელიც წლების წინ სწორედ აღნიშნული სასწვლებლის დაცვის სამსახურში მუშაობდა. 

მსგავსი სიახლეები