ვეფხია კასრაძე მოსამართლეს - თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ

11.01.25 11:56
ვეფხია კასრაძე მოსამართლეს - თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ

 

 

მოძღვარი თუ გყავთ? თუ არ გყავთ, გირჩევთ, მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, მსახიობმა ვეფხია კასრაძემ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს. 

სამი შვილის მამა ამბობს, რომ მოსამართლემ მას ტავისუფლება კი არ წაართვა, პირიქით, ასეთი თავისუფალი ის არასდროს ყოფილა.  

თქვენს აცილებას ვეთანხმები, რადგან არანაირი განხილვა არ ყოფილა იმაზე, რა ბრალიც წამიყენა პროკურორმა. თქვენ არ განგიხილავთ მტკიცებულებები ისე მომისაჯეთ პატიმრობა. ერთ რამეში მადლობასაც გეტყვით, რადგან მომეცა საშუალება, ჩემი სამშობლოსთვის ვეწამე.

თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ, თავისუფლება მოვიპოვე, რაღაც ტვირთი მომეხსნა.

ერთი რაღაც მინდა გკითხოთ ბატონო მოსამართლე, მოძღვარი თუ გყავთ, როგორც ადამიანი ადამიანს გეკითხებით, თუ არ გყავთ მოძღვარი? თუ არ გყავთ, გირჩევთ, მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ.

ამ ახალგაზრდებში საქართველოს ვხედავ, არარსებულ დანაშაულზე სასჯელს უსჯით და ცხოვრებას უზიანებთ, მათ დედებს ცრემლიანებს ტოვებთ, ვინ მოგცათ ამის უფლება, მითხარით! ეს არანაირ სამართალში არ ჯდება.

სამართლებრივი და მორალური უფლება არ გაქვთ, ეს სხდომა წაიყვანოთ",- განაცხადა ვეფხია კასრაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე 8 ბრალდებულის პატიმრობის საკითხზემსჯელობს.

ადვოკატები ხუსკივაძის აცილებას ითხოვდნენ. 

მსგავსი სიახლეები