ნანა ბუთხუზი "ოცნებას": "არტისტები, ძალიან სახიფათო ხალხი ვართ"
დამნაშავეები, უდანაშაულოებს სვამენ ციხეში და ასამართლებენ - ასე აფასებს სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, ნანა ბუთხუზი.
"არტისტები, ძალიან სახიფათო ხალხი ვართ" - ეუბნება ცნობილი მსახიობი "ქართულ ოცნებას", რომელმაც მისი კოლეგები მრავალწლიანი ციხისთვის გაიმეტა.
დამნაშავეები, უდანაშაულოებს სვამენ ციხეში და ასამართლებენ, რისთვის იმისთვის, რომ არიან უდანაშაულოები. ჩვენ ვართ არტისტები, ძალიან სახიფათო ხალხი ვართ სხვათა შორის. იმიტომ რომ ვართ მართლები და ჩვენ არ ვთამაშობთ. საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ, მსახიობების გადაკიდებას.
აღშფოთებული ხარ, გადარეული ხარ, ამაზე დაგცინიან, პირდაპირ დაგვცინიან, დაგცინითო და ჩვენც დაგცინებთ ესე მარტივად, დაგცინებთ პირდაპირ და ესე დავცინოთ კარგი იქნება. ესე ცხოვრება ნორმალურია? თქვენ ხართ ტერორისტები'', - ამბობს ნანა ბუთხუზი.
პროტესტია ქუჩაში და პროტესტი არ წყდება არც თეატრში. "ანდროს გარეშე სცენას ვერ დავუბრუნდებით" - ამბობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები.
იანვარში დაგეგმილი ფაქტობრივად ყველაა სპექტაკლი გაუქმებულია, სცენაზე ფარდაა დაშვებული.
თეატრალებისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელი აღმოჩნდა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებაა და სინდისის 11 პატიმრის ციხეში დატოვება. ნაცვლად ახალ პიესებზე მუშაობისაა და რეპეტიციისაა, მსახიობებს უწევთ იმაზე იფიქრონ, კიდევ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უდანაშაულო კოლეგები და სხვა სინდისის პატიმრები უკანონო ტყვეობიდან დაიხსნან.