ანა ქურთუბაძე: რეჟიმს წყალი შეუდგა

11.01.25 14:27
ანა ქურთუბაძე: რეჟიმს წყალი შეუდგა

პროტესტია ქუჩაში და პროტესტი არ წყდება არც თეატრში. "ანდროს გარეშე სცენას ვერ დავუბრუნდებით" - ამბობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები.

 იანვარში დაგეგმილი ფაქტობრივად ყველაა სპექტაკლი გაუქმებულია, სცენაზე ფარდაა დაშვებული.

 თეატრალებისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელი აღმოჩნდა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებაა და სინდისის 11 პატიმრის ციხეში დატოვება. ნაცვლად ახალ პიესებზე მუშაობისაა და რეპეტიციისაა, მსახიობებს უწევთ იმაზე იფიქრონ, კიდევ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უდანაშაულო კოლეგები და სხვა სინდისის პატიმრები უკანონო ტყვეობიდან დაიხსნან.

არ და ვერ ვდგავართ, ვერ ვთამაშობთ სპექტაკლებს. ეს არ არის სასამართლო, იმიტომ რომ აქ არ არის სამართალი. ეს არის რეჟიმი, თუმცა ვხედავთ, რომ ამ რეჟიმს შეუდგა წყალი. ცოტა რთულად და ნელ- ნელა წავიწიეთ წინ, თუმცა ნგრევა შიგნით დაიწყო. '', - ამბობს ანა ქურთუბაძე.

 

მსგავსი სიახლეები