პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნები ქვეყნის გარეთ მოფიქრებული მეთოდებით გაყალბდა

11.01.25 16:18
პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნები ქვეყნის გარეთ მოფიქრებული მეთოდებით გაყალბდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის გარეთ მოფიქრებული მეთოდებით გაყალბდა. 

განცხადება მეხუთე პრეზიდენტმა ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. თქვა ისიც, რომ არჩევნებს მზადება უნდა.

არ უნდა აღმოვჩნდეთ მოუმზადებელი მომავალი არჩევნებისთვის. მე პირადად ვმუშაობ იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ის პირობები, რომელიც იქნება მინიმალური, რომ ჩვენ და თქვენ, ყველამ დავიჯეროთ, რომ არჩევნები იქნება მართლაც თავისუფალი და დაცული, ასე გავალთ ჩვენ სამშვიდობოს. სხვა გზა არ არის. ამ ქვეყნისთვის და ამ რეგიონში, სხვა გზა არ არის, თუ გვინდა ჩვენ მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია. ეს არის არჩევნები, კარგად მომზადებული არჩევნები, რომელსაც დავიცავთ ბოლომდე, ისიც ვიცით კარგად, რომ წინა არჩევნები არამხოლოდ გააყალბეს ისეთი დახვეწილი მეთოდებით, რომელიც მხოლოდ ქვეყნის გარეთ შეიძლება იყოს მოფიქრებული, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ არ მოვემზადეთ ისე როგორც საჭირო იყო, იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი - რაც სწორია და დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით. ახლა დარწმუნებულიც უნდა ვიყოთ და მომზადებულიც. ეს არის ჩვენი, თქვენი და ჩემი მოვალეობა, ამ მშვიდობიან ბრძოლაში ვართ ერთად და ნამდვილად გავიმარჯვებთ ყველანი ერთად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები