როგორ აკონტროლებს ,,ოცნება" ამომრჩევლებს - ტვ პირველმა მამხილებელი მასალა მოიპოვა

09.09.21 17:52
როგორ აკონტროლებს ,,ოცნება" ამომრჩევლებს - ტვ პირველმა მამხილებელი მასალა მოიპოვა

როგორ აკონტროლებს ამომრჩევლის ნებას ,,ქართული ოცნება" სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით. ,,პირველების" ხელში აღმოჩნდა ვიდეომასალა, რომელი პირდაპირი  მტკიცებულეებაა მმართველი პარტიის წიანააღმდეგ.

არასამთავრობო ორგანიზიაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის" დამკვირვებლები თავად აღიარებენ რომ ,,ქართულ ოცნებაზე" მუშაობენ და არჩევნებზე, დაკვირვების ნაცვლად, იმ ხალხს აღწერენ, ვინ 41 შემოხაზა, არადა ,,ქართული ოცნება" დილიდან ამტკიცებს, რომ არასამთავრობოებს ოპოზიცია ამოეფარა და მათ პარტიული მიზნებისთვის იყენებს.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,ისანი"-ს წარმომადგენლები, რომლებიც წესით, პროცესის მონიტორინგს უნდა ახორციელებდნენ საარჩევნო უბანზე, სინამდვილეში ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ითვლიან და რვეულში ინიშნავენ.

მმართველ პარტიაში არ უარყოფენ, რომ შესაძლოა, მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ჰყავდეთ, ისინი აცხადებენ, რომ მთავარია, მათ სამართლიანი მიზენბი ამოძრავებდეს.

შეიძლება, იყვნენ მხარდამჭერები, მაგრამ უნდა ემსახურონ სიმართლეს, თორემ ვინ უშლის, ვისაც უნდა, იმას დაუჭირონ მხარი. - აცხადებს ,,ოცნების " წევრი, ირაკლი ზარქუა.

დღეს დილიდან მმართველი პარტია აცხადებს, რომ მათ გამოავლინეს 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მხარს უჭერენ ,,ნაცმოძრაობას" და ევროპულ საქართველოს".