საქართველო გარეული ცხოველების კონტრაბანდის ბუდედ გადაიქცა... შემოჰყავთ ბოკვერები, ამყოფებენ შეუსაბამო პირობებში და ეღუპებათ" - მეტრეველი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რომ პანკისში ერთ-ერთ მოქალაქეს ვეფხვის ბოკვერი უკანონოდ ჰყავს მითვისებული და შეუსაბამო პირობებში აცხოვრებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცნობით, ბოკვერი, სავარაუდოდ, დაიღუპა, რაზეც უფლებადამცველებს "განგაში აქვთ გამოცხადებული", თუმცა სახელმწიფო არ რეაგირებს.
მოშლილი სახელმწიფოს უწყებების პირობებში საქართველო გარეული ცხოველების კონტრაბანდის ბუდედ გადაიქცა. შემოჰყავთ ბოკვერები, ამყოფებენ შეუსაბამო პირობებში და ეღუპებათ. ეს ბიჭი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პანკისშია. სოც ქსელებში ავრცელებს მსგავს ფოტო და ვიდეო მასალას და არც ერთ უწყებას არ აქვს რეაგირება. სავარაუდოდ ვეფხვის ეს ბოკვერი დაიღუპა - თბილისის ზოოპარკში უნდოდათ მიეყვანათ მძიმე მდომარეობაში რამდენიმე დღის წინ. ცხოველთა უფლებადამცველებს განგაში აქვთ გამოცხადებული და არავინ აქცევს ამ პრობლემას ყურადღებას". - წერს დეა მეტრეველი.