როგორ მოიპარა არჩევნები "ოცნებამ" - სისტემას სრული მხილება დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მოუწყო
დღეს სამეგრელოდან სალომე ზურაბიშვილის და ხალხის ერთობის ხმა ყველაზე ხმამაღლა ისმოდა. ზუგდიდში საგანგებოდ ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს და რაც არ უნდა მოხდეს, გამარჯვება ხალხთან დარჩება.
"დღეს ახალი საზოგადოება დაიბადა და ძალაუფლებაც მათ ხელშია" - ფიქრობს პრეზიდენტი, რომელიც ქუჩაში მყოფი მოქალაქეების ადგილს აქტიურ პოლიტიკაში ხედავს.
ზუგდიდი პირველი ქალაქია, სადაც მეხუთე პრეზიდენტი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი ახლა მისი მიზანია ქართველი ხალხის ხმა მთელს მსოფლიოს გააგონოს. ზურაბიშვილი შემდეგ კვირას ვაშინგტონში მიფრინავს, ის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
ვაშინგტონში მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩასულ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოსაყოლი ბევრი ექნება, მათ შორის, იმ საიდუმლო სპეცოპერაციის შესახებ, რომელიც რუსეთმა საქართველოში ჩაატარა, რათა "ოცნებას" გამარჯვება დაეწერა.
პრეზიდენტის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სინდისის პატიმრების საქმე. ზუგდიდიდან მან იმ მოსამართლეებს მიმართა, ვინც პოლიტიკური პატიმრების საქმეებს განიხილავს. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს ხალხი ისტორიის ბნელ მხარეს დადგა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.