"ვივამედში" თეთრხალათიანი ფაშისტები მუშაობენ... "ოცნებასთან" შეთანხმებული ნაბიჯი იყო - ელისაშვილი დიაგნოზის გაყალბებაზე

11.01.25 23:06
"ვივამედში" თეთრხალათიანი ფაშისტები მუშაობენ... "ოცნებასთან" შეთანხმებული ნაბიჯი იყო - ელისაშვილი დიაგნოზის გაყალბებაზე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საპროტესტო აქციებზე დაშავებულებს, რომლებიც "ვივამედში" გადაიყვანეს, მოუწოდებს, რომ სამედიცინო კვლევები სხვა "ნორმალურ და პატიოსან" კლინიკაში ჩაიტარონ. 

"უმსგავსო და ფაშისტური კლინიკაა "ვივამედი". თეთრხალათიანი ფაშისტები მუშაობენ" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში და ფიქრობს, რომ სამედიცინო დიაგნოზის გაყალბება ივანიშვილის გუნდთან შეთანხმებული ნაბიჯი იყო.

ნებისმიერი ადამიანი, აქციაზე ნაცემი, დაკავებული, ვინც კი "ვივამედში" წაგიყვანეს და ფორმა-100 დაგიწერეს, არ ენდოთ არავითარ შემთხვევაში. აუცილებლად უნდა წახვიდეთ და სხვა ნორმალურ, პატიოსან კლინიკაში გადაამოწმოთ. უმსგავსო და ფაშისტური კლინიკაა "ვივამედი". თეთრხალათიანი ფაშისტები მუშაობენ "ვივამედში". ვისაც შესაძლებლობა არ გაქვთ, დაწერეთ და დაგეხმარებიან. გაიკეთეთ ტომოგრაფიები, კვლევები. როგორც ჩანს ხელისუფლებამ და "ვივამედმა" მამაძაღლურად შეათანხმა ერთმანეთში ეს მთელი ამბავი და მიმიყვანეს "ვივამედში". მკითხეს, რა გჭირსო, ვუთხარი, დიდი ალბათობით ნეკნი მაქვს მოტეხილი-მეთქი. არაფერი არ გჭირს საერთოდო და ფორმა-100-ში დამიწერა, აქვს მცირე დაჟეჟილობაო", - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "ვივამედი" სამედიცინო დიაგნოზების გაყალბებაში ამხილა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი დაკავების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად "ვივამედში" უთხრეს, რომ სხეულზე მხოლოდ დაჟეჟილობები აღენიშნებოდა, თუმცა 10 იანვარს გადაღებული ტომოგრაფიით დაადგინა, რომ ნეკნი ჰქონია მოტეხილი

მსგავსი სიახლეები