უილსონი: "შთაგონებული ვარ ქართველებით, რომლებიც დრაკონული კანონების მიუხედავად, აგრძელებენ პროტესტს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ"

12.01.25 01:00
უილსონი: "შთაგონებული ვარ ქართველებით, რომლებიც დრაკონული კანონების მიუხედავად, აგრძელებენ პროტესტს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ"

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმდჯომარე, ჯო უილსონი ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და პლატფორმა X-ზე წერს, რომ "მამაცი ერი დრაკონული კანონებისა და თვითნებური დაპატიმრებების მიუხედავად, ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს".

ჯო უილსონი აღნიშნავს, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქართველების მოწოდებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ.

შთაგონებული ვარ იმ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც დრაკონული კანონებისა და თვითნებური დაპატიმრებების მიუხედავად აგრძელებს პროტესტს ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ. ამერიკა მხარს უჭერს მათ მოწოდებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ!". - წერს ჯო უილსონი.

მსგავსი სიახლეები