"საქართველოში ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება" - ზურაბიშვილი ამაღლობელის დაკავებას ეხმიანება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმიანება. ზურაბიშვილი მომხდარს გმობს და წერს, რომ "საქართველოში ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება".
საქართველოში ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება…ერთ ღამეში ორჯერ!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ბათუმში "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავების მიზეზი საპროტესტო სტიკერის გაკვრა იყო, თუმცა ის ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. მალევე, უკვე მეორედ, ამაღლობელი უკვე სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.