აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზ წერს, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან ახალი არჩევნების მოტხოვნით ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო.
პროტესტის 45-ე დღე - დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, "ტიტუშკები" და სამედიცინო დახმარებაზე უარი. აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით, - წერს ზურაბიშვილი.