წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის - ოპოზიცია დღეს ამომრჩევლებს ვარკეთილში შეხვდა
ერთიანი ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, თბილისში აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, "გირჩი მეტი თავისუფლება"-ს თავმჯდომარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ,,ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი ნონიაშვილი ვარკეთილში ამომრჩეველს შეხვდნენ და სამგორში ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ,,ევროპული საქართველოს" წევრი - დავით ჟღენტი წარუდგინეს.
ნიკა მელია :
დღეს ვინც მათ მხარს უჭერს, ისინიც კი, ეტაპობრივად ხვდებიან, რომ არ შეიძლება, ქვეყანა იყოს სტაგნაციაში, იყოს ჭაობში ჩაფლული და ამავე დროს, ჰქონდეს ამბიცია, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს, სამუშაო ადგილები იქმნებოდეს, პენსია იზრდებოდეს, ფასები ცაში არ ვარდებოდეს.
ეს ყველაფერი თავისით ვერ მოხდება, ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ცვლილებების შედეგად და ეს ცვლილებები უნდა დადგეს 2 ოქტომბერს - - განაცხადა შეხვედრაზე ნიკა მელიამ.