ჯალათი მოსამართლეები ივანიშვილის ხელში "მათრახები" არიან - ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ამ წუთებში რესტორან "ბაბილოსთან" აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ პროტესტი დისკომფორტს თავად მოსამართლეებსაც უქმნით, თუმცა სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლიათ. პოლიტიკოსის თქმით, მოსამართლეები ახლა ივანიშვილის ხელში "მათრახები" არიან, თუმცა მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ პროტესტი არ განელდეს და "ოცნება" საბოლოოდ დანებდეს.
ეს ხალხი ნაძალადევად არის აქ შეყრილი. შეუძლებელია ზუთხის და ხიზილალის ჭამა და ხაჭაპურის ჭამა გსიამოვნებდეს ასეთი შვილებ ნაწამები მშობლების გვერდით და ობსტრუქციის პირობებში, შეუძლებელია, მაგრამ ასე მოითხოვს ამ წუთას მათი კორპორატიული წესი, რიგი, რომ როცა უჭირთ ყველაზე მეტად, თითქოს ასეთი იერი უნდა მიიღონ, რომ ვითომ არ ანაღლვებთ. უნდა ვიყოთ ყველგან, სანამ ეს ადამიანები არ დანებდებიან. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ჯალათები არიან, არიან მათრახი ივანიშვილის ხელში, - ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პროტესტის ეპიცენტრი რესტორანი "ბაბილოა", სადაც მოსამართლეები საახალწლო წვეულებას მართავენ. ადგილზე რიგითი მოქალაქეები და იმ ახალგაზრდების მშობლები არიან მობილიზებულები, რომლებიც მოსამართლეებმა მტკიცებულებების გარეშე ციხეში გაუშვეს.
"მონებო!" - ამ შეძახილებით აცილებენ აქციის მონაწილეები მოსამართლეებს შენობაში.