მოსამართლეთა ნაწილს არ ჰყოფნის სითამამე, რომ უარი თქვას ამ სისხლიან ნადიმზე - ფიქრია ჩიხრაძე

13.01.25 00:11
მოსამართლეთა ნაწილს არ ჰყოფნის სითამამე, რომ უარი თქვას ამ სისხლიან ნადიმზე - ფიქრია ჩიხრაძე

ეს ადამიანები დღეს პოლიციელების თუ წყლის ჭავლის მაქანების ზურგს ეფარებიან, მაგრამ ხალხის რისხვას ვერ დაემალებიან, სამართალი აუცილებლად მივა ბოლომდე და უპირველეს ყოვლისა ამ ადამიანებამდე დ ამათ მფარველებამდე, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრი ჩიხრაძემ რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტოს აქციაზე განაცხადა.

მისი თქმთ, ის რესტორანთან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისდან მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ გაიგო, თუ რა ვითარება იყო ადგილზე.

ჩიხრაძე სამარცხვინოს უწოდებს იმ მოსამართლეთა კლანს, რომელიც მისი თქმით, მურუსიძე-ჩინჩალაძეს და ასევე, სახელისუფლებო ვერტიკალს არის დამორჩილებული.

“ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს სხვებს ასამართლებენ და არიან სამართლებრივად წელში გატეხილები, ხვალ მოუწევთ პასუხისგება“, - ამბობს ის.

ამაზე სამარცხვინო, ძალიან ცოტა რამე შეიძლება იყოს დღევანდელი რეჟიმის დასახასიათებლად, მოსამართლეთა კლანი, რომელიც არის დამორჩილებული მურუსიძე-ჩინჩალაძეს, და მეორეს მხრივ სახელისუფლებო ვერტიკალს, ბიძინა ივანიშვილს და ისინი ერთ დღეს რეჟიმის დაკვეთით იღებენ ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებებს და მეორე დღეს ნაწილს ჰყოფნის სითავხედე, ნაწილს კი არ ჰყოფნის სითამამე, რომ უარი თქვას ამ სისხლიან ნადიმზე. ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს სხვებს ასამართლებენ არიან სამართლებრივად წელში გატეხილები და ხვალ მოუწევთ პასუხისგება, როდესაც ჩვენ სამართლიან სასამართლოს მივაღწევთ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

მსგავსი სიახლეები