ეს ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს - უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და დაკავებებს ეხმაურება.
როგორც უილსონი წერს, “ეს ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს“.
ვრცელდება სასტიკი, თვითნებური დაკავებების ვიდეოები, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერების, [დაკავებების] რომლებსაც ივანიშვილის სასოწარკვეთილი რეჟიმი ახორციელებს. ეს ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს. ამ კრიმინალებისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება", -წერს ჯო უილსონი.