მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ - ლანდსბერგისი პაპუაშვილის განცხადებაზე
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ “ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული სამარცხვინო ქცევის იმედადაა“.
“რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას“, - დაწერა ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში.
მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების ისტორია აქვთ", - დაწერა ლანდსბერგისმა.