კარპენტერი აანონსებს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ სანქციები ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც იქნება
პრეზიდენტ ბაიდენის მოქმედი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში აანონსებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ინაუგურაციის შემდეგ ოლიგარქის არაღიარებულ რეჟიმს სანქციებს უახლოეს ვადაში დაუწესებს. ამის შესახებ მაიკლ კარპენტერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება აშშ-ში, რადგან ამერიკისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნება" ირანთან და რუსეთთან დაახლოებას ცდილობს.
ის, რაც საქართველოში ხდება, ტრაგედიაა. საქართველო იყო დემოკრატიის შუქურა სიტყვის თავისუფლებითა და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოებით. მშვენიერი ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ ძალიან განათლებული ადამიანები სურვილით, რომ იყვნენ ევროპის ნაწილი. ამ პროცესიდან გადაუხვია პატარა ჯგუფმა, რომელიც მართავს ქვეყანას. მათ სხვა მიმართულებით წაიყვანეს ქვეყანა, მოქალაქეების უმრავლესობა კი ხვდება, რომ მათ მომავალს ანადგურებენ. ვნახეთ, რომ შტატებმა ინდივიდუალური სანქციები დაუწესა ქართველ ინდივიდებს. მათი რიცხვი უკვე 100 უახლოვდება, რაც გულისხმობს სავიზო პოლიტიკას. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ სანქციები მტავარი არქიტქტორების მიმართ, რომლებიც ღიად აქცევენ ზურგს ნატოს და ევროკავშირს და უმეგრობრდებიან რუსეთს, ჩინეთს, ირანს და სხვა ავტოკრატიულ ძალებს. ამ ყველაფრის რეალური შემოქმედი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე. ის იღებს თბილისში მნოშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბოლო რამდენიმე თვისა და წლის მანძილზე. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდი სხვაობას მთავრობის რიტორიკასა, რომელსაც სურს ვითომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ქმედებებს, რომელიც დისონანსს იწვევს. ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ამ ყველაფრისგან სრულიად შემობრუნება ახალი კანონით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას კრიმინალებად აცხადებს, ასევე ლგბტ საზოგადოებას. ჩამოაყალიბს ურთიერთობები, რომელიც საზრვარგარეთიდან შავი ფულის შემოტანას რთავს ნებას და რეპრესიები დენოსტრანტების წინააღმდეგ, რომელსაც ბოლო 45 დღის განმავლობაში ვხედავთ. მე არასდროს ვსაუბრობ მომავალში დასაწესებელ სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სანქციები ტრამპის ადმინისტრაციამაც დაამტკიცოს უახლოეს ვადებში. რასაც ახლა ვხედავ, კონგრესი აკეთებს ყველაფერს, რომ სანქციები დაუწესდეთ პასუხისმგებელ პირებს, რადგან საქართველოში არსებული მცირე ჯგუფი ცდილობს, გაურიგდეს ირანს და რუსეთს. ეს შთატების ინტერესებში არ შედის. ამ შემთხვევაში კი არ აქვს მნიშვნელობა, ამერიკაში რომელი პოლიტიკური პარტია იქნება, ამიტომ ვფიქრობ, რომ დამატებითი სანქციები აუცილებლად იქნება, - განაცხადა კარპენტერმა.