რას ელოდებიან აშშ-ში მყოფი ქართველები ოპოზიციისგან - “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ემიგრანტებს შეხვდნენ
გაყალბებული არჩევნების, დარბეული აქციების და ტოტალური რეპრესიების შემდეგ, ოპოზიცია ვაშინგტონში შეხვედრებს იწყებს.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია კონგრესმენებს და სენატროებს შეხვდებიან. ისინი ამერიკელ კოლეგებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე უახლოეს ცნობებს მიაწვდიან.
მანამდე კი “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ემიგრანტებს შეხვდნენ. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებდათ, უწყვეტი აქციების ფონზე, რა გეგმა აქვთ პოლიტიკოსებს ივანიშვილის რეჟიმის საბოლოდ დასამარცხებლად, სამართლიანნ არჩევნებამდე მისასვლელად და ქვეყანაში დემოკრატიის აღსადგენად.
მსგავსი შეხვედრები უკვე ტრადიციული გახდა, შარშან ამ დროს შევხვდით ვაშინგტონში ემიგრაციას, წელს გავაცანით ის გეგმები, რომლებიც აქვს ქართულ ოპოზიციას. სულისკვეტება არის ძალიან ამაღლებული და მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ვფქირობთ, ჩვენ ერთად, ძალიან მალე მივაღწევთ ახალ არჩევნებს, გავართავისუფლებინებთ ჩვენს პოლიტპატიმრებს და საქართველო ნამდვილად დაიწყებს ახალ ცხოვრებას. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ მთლიანად გადავტვირთოთ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებთან ურთიერთობაც “ოცნებამ“ დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარტნიორი, მშვიდობა, ძლიერი ეკონომიკა, ინვესტიციები და სწორედ ამის ავანგარდში უნდა იყოს და იქნბება ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა ხაზარაძემ.
აქ მცხოვრები ქართველები საქართველოს ცხოვრებით ცხოვრობენ და მონაწილეობენ ყველა იმ პროცესში, რაც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს. მათ კარგად იციან დემოკრატიის ფასი, რას ნიშნავს სამართლიანი არჩევნები, ამიტომ ისინი მაქსიმალურად ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას, რათა საზოგადოებამ მიაღწიოს საწადელს,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ემიგრანტებმა ოპოზიციას მოუწოდეს, ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც მომდევნო დღეებში ამერიკაში გაიმართება, ვრცლად ისაუბრონ სინდისის პატიმრებზე.
ჩვენი პოზიციები გავუზაირეთ, მათაც გვითხრეს რას აკეთებნ ადგილზეც და საერთაშორისო ასპარეზზეც. ერთად, გვგონია, რომ ოპოზიციური ლდიერები, არასამტავრობო სექტორი და ქართველი ხალხი, ემიგრანტებთან ერთად, მცირე როლს მაინც თამაშობენ იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს თავის ისტორიულ წარსულში, კუთვნილ იდენტობაში, რომელიც არის დასავლური და ევროპული“, - განაცხადა ემიგრანტმა.
“ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ხვალიდან შეხვედრებს კონგრესში და სენატში გამართავენ. უკვე ჩანიშნულია შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში. ოპოზიციონერი ლიდერები NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.