ტერორი საქართველოში და ზეწოლის გაძლიერება "ოცნებაზე" - პროდასავლური ოპოზიცია მიხაილ როთს ხვდება
პროდასავლური ოპოზიცია მიხაილ როთს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო "რუმსში" ახლა დაიწყო. "ოცნების" ოპონენტები გეგმავენ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია საქართველოში დაწყებულ ტერორსა და ჟურნალისტების და აქტივიტესტები უკანონო დაკავებებზე მიაწოდონ. "პირველების" ინფორმაციით, მოლაპარკებებს გერმანიის ელჩიც დაესწრება.
ოპოზიციას ასევე აინტერსებს, რა შეუძლია გერმანიას გააკეთოს "ოცნებაზე" წნეხის გასაძლიერებლად. ცნობილია, რომ 31 დეკემბერს საქართველოდან 9 პირი დაასანქცირა, თუმცა "ოცნების" ოპონენტებს აქვთ მოლოდინი, რომ სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია, რომ უკვე დაწესდა სანქციები გერმაიის მხრიდან, მაგრამ თქვენ იცით, რომ ევროკავშირი გეგმავს, გააგრძელოს მუშაობა იმისთვის, რომ უკვე ერთობლივი სანქციების სხვადასხვა ფორმატები იყოს შემუშავებული ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის მოსახდენად. გერმანიის პოზიცია, ცხადია, ამ თვალსაზრისით არის გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი პოლონეთთან და საფრანგეთთან ერთად, ვაიმარი სამკუთხედის ფარგლებში და ჩვენ გვექნება საუბარი იმაზე, თუ ჩენ როგორ ვხედავთ ზეწოლის გაძლიერებას რეჟიმზე ქვეყნის გარედან, - თქვა შეხვედრაზე შესვლამდე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.
გერმანიის როლზე საუბრობს კოალიცია "ცვილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძეც.
გერმანია უნდა გახდეს ლიდერი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხს აიღებს და ილიდერებს ამ საკითხში და არ იქნება უბრალოდ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა. ვაიმარის ფორმატი ალბათ არის ყველაზზე ადეკვატური ფორმატი, სადაც შეიძლება, ეს ყველაფერი დაიწეროს, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ერთადერთი პასუხი, რაც დასავლეთმა უნდა გასცეს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას, მაქსიმალური იზოლაცია და სანქციებია.
რაც შეეხება მიხაილ როთს, ის მედიასტან კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.