"ივანიშვილის რეჟიმმა თავისი რეპრესიული მანქანა კიდევ ერთხელ გაააქტიურა" - ევროპარლამენტარი

13.01.25 18:12
"ივანიშვილის რეჟიმმა თავისი რეპრესიული მანქანა კიდევ ერთხელ გაააქტიურა" - ევროპარლამენტარი

"ივანიშვილის რეჟიმმა თავისი რეპრესიული მანქანა კიდევ ერთხელ გაააქტიურა" - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი, მიხალ შჩერბა პლატფორმა X-ზე წერს.

ევროპარლამენტარი ევროკავშირის ინსტიტუტებს საქართველოს დემოკრატიული მომავლის დასაცავად მხარდაჭერისკენ და გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ივანიშვილის რეჟიმმა თავისი რეპრესიული მანქანა კიდევ ერთხელ გაააქტიურა. საქართველოს დემოკრატიული მომავლის დასაცავად ევროკავშირის ინსტიტუტებს მხარდაჭერისკენ და გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოვუწოდებ. მოვითხოვ ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას!“, - წერს მიჰალ შჩერბა.

მსგავსი სიახლეები