"ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება გერმანიამ და ევროკავშირმა ზეწოლა გაზარდოს რეჟიმზე" - როთსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა
თბილისში მდებარე სასტუმრო "რუმსში" ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და საქართველოში ჩამოსულ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთს შორის აუდიენცია დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსულმა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ მხარეებმა დახურულ კარს მიღმა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რაც გერმანიამ და ევროკავშირმა ივანიშვილის რეჟიმზე წნეხის გასაზრდელად უნდა გადადგას.
ამ ბრძოლის გასაძლიერებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ზეწოლის გაზრდა. ეს არის "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამიტომ არის, რომ ვაშინგტონში მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებიან, სადაც მათ ექნებათ შეხვედრები შესაბამის წარმომადგენლობასთან. მათ შორის, ჩემი საუბარი ამ შეხვედრის ფარგლებშიც შეეხებოდა კონკრეტულ გზებს, როგორ შეიძლება გერმანიამ და ევროკავშირმა ზეწოლა გაზარდოს რეჟიმზე", - ამბობს სალომე სამადაშვილი.