ჩემი გზავნილი მკაფიოა, ამ სიტუაციის დაძლევის ერთადერთი შანსი ახალი არჩევნებია- როთი

13.01.25 19:08
ჩემი გზავნილი მკაფიოა, ამ სიტუაციის დაძლევის ერთადერთი შანსი ახალი არჩევნებია- როთი

თბილისში მდებარე სასტუმრო "რუმსში" ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთს შორის აუდიენცია დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ როთმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ყველას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდება, რათა ნდობა აღდგეს“.

“მმართველი პარტიისთვის ჩემი გზავნილი მკაფიოა, ამ სიტუაციის დაძლევის ერთადერთი შანსი ახალი არჩევნებია“, - განაცხადა როთმა.

ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება, მაგრამ ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არ არის შიდა დავა მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთგული ევროპელები საფრანგეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, ვალდებულები ვართ ხმა ავიმაღლოთ, როცა დემოკრატია და თავისუფლება ზეწოლის ქვეშ არის. ასე რომ, მმართველი პარტიისთვის ჩემი გზავნილი მკაფიოა, ამ სიტუაციის დაძლევის ერთადერთი შანსი, გაყალბებული არჩევნებისა და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახალი არჩევნებია. ჩვენ ყველას ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რათა ნდობა აღვადგინოთ“, - განაცხადა მიხაილ როთმა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიესალმება და აცხადებს, რომ ვეროკავშირმა ქართველი ხალხის გვერდით დგომა უნდა გააგრძელოს.

ინდივიდუალურ სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დარღვევებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნების გაყალბებასა და კონსტიტუციის დარღვევაზე, ნამდვილად ვაფასებ. ევროკავშირში ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს მოვუწოდებ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგომა გააგრძელონ“, - აღნიშნა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები