"ოცნება" სანქციების მოლოდინშია - აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსანი რეჟიმს მძიმე პოლიტიკურ განაჩენს 20 იანვრის შემდეგ უანონსებს
ამერიკის უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი სანქციები უახლოეს ვადებში დაამტკიცოს. ანუ, ინაუგურაციიდან მალევე "ოცნების" გუნდი თეთრი სახლისგან სანქციების ახალ პაკეტს უნდა ელოდოს.
მაიკ კარპენტერი, რომელმაც კარგად იცის, რა არის ამერიკის პრეზიდენტებისთვის წითელი ხაზი, საიფერ სრეთთან ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან თანამშრომლობისთვის "ქართული ოცნების" გუნდი დაისჯება.
ამ განცხადებების შემდეგაც კი, სანქცირებული ოლიგარქის გუნდი ისევ იმედს ებღაუჭება. არ სჯერათ, რომ სანქციები, რომელიც შტატებიდან დაუწესეს, ტრამპის გუნდთან შეთანხმებით მოხდა. დედაქალაქის მერი ან თავს იტყუებს, ან ხალხს ატყუებს, რომ ტრამპი მოვა, სანქციებს მოხსნის და ყველაფერი დალაგდება.
ტრამპის გაპრეზიდენტების მოლოდინში "ოცნების" იმედები, რომ მათთვის სასიკეთო რამე მოხდება, ნელ-ნელა მცირდება. შტატებისთვის ივანიშვილის რეჟიმი ტირანი კრიმინალები არის, რომელიც დამანგრეველ შედეგს უნდა ელოდოს და ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ საკუთარი ხალხის სასტიკ დარბევას არ შეწყვეტს და არ ჩანიშნავს ახალი არჩევნების თარიღს, რომელსაც ითხოვს ყველა ქვეყნის შიგნით და გარეთ.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.