როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე - "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა შეხვედრები ვაშინგტონში დაიწყეს
რა გეგმა აქვს პროდასავლურ ოპოზიციას ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად? - ეს იყო ის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს ვაშინგტონში მცხოვრებმა ემიგრანტებმა დაუსვეს. "გეგმა არის და პარტიები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად მოქმედებენ" - ეს იყო მამუკა ხაზარაძის პასუხი.
ვიდრე ახალი არჩევნები ჩატარდება, ოლიგარქის რეჟიმს წნეხი არც ქვეყნის შიგნიდან და არც გარედან მოაკლდება. ამის დასტურია სანქციები, "ოცნების" მიერ არჩეული პრეზიდენტის არალეგიტიმურად ცნობა და პარტნიორების მხრიდან გაყალბებული არჩევნების არაღიარება. ამ შედეგის დასადებად კი ოპოზიცია ერთობლივი ძალებით მუშაობ.
სამშობლოსგან შორს მცხოვრები ემიგრანტები ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებულად არიან ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც ქვეყანაში ხდება. თითქმის 50 დღეა, დღე და ღამე აერიათ, საქართველოს ცხოვრებით ცხოვრობენ. ელოდებიან სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებულ დიდ ოპოზიციურ ერთობას. მოვლენების განვითარების ყველა სცენარზე ფიქრობენ.
პროდასავლური ოპოზიციის ამოცანა საერთოა. მიზნამდე ყველა ერთი გზით მიდის. აზრთა სხვადასხვაობის, პოლიტიკური გემოვნების, თუ წარსულში პოლიტიკური მეტოქეობის მიუხედავად, 4 პოლიტიკური ძალის ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა ოლიგარქის წინააღმდეგ თანხვედრაშია.
ის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსები ვერაფერს იზამენ, ამას თავადაც კარგად აცნობიერებენ. ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად მთავარ სათქმელს ის ხალხი ამბობს, ვინც სასტიკი დარბევების, დაკავებების და მუქარის მიუხედავად, ქუჩაში დაუღალავად დგას.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.