მიხაილ როთი რუსთაველის გამზირზე მივიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა

13.01.25 21:39
მიხაილ როთი რუსთაველის გამზირზე მივიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე მივიდა.

მიხაილ როთი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა და ამ ფორმით ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს, რომლებიც ქუჩაში 47-ე დღეა დგანან, სოლიდარობა გამოუცხადა.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი თბილისში დღეს, 13 იანვარს ჩამოვიდა. მან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრა უკვე გამართა. 

მსგავსი სიახლეები