"შეხვედრები გვაქვს კონგრესმენებთან, სენატორებთან და მომავალი ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან" - ხაზარაძე
ვაშინგტონში ჩასული კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობენ - მამუკა ხაზარაძის ცნობით, დახურულ კარს მიღმა აუდიენციას 9 კონგრესმენთან, სენატორებთან და მომავალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან გამართავენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და იმ გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავენ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ხელახალი არჩევნების დანიშვნას აიძულებს.
ცხრა კონგრესმენთან გვაქვს შეხვედრა, ძალიან ცნობილ ადამიანებთან, რომელიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოს მხარდაჭერაში და გააგრძელებენ ჩვენს ლობირებას, რომ ჩვენ ქვეყანასთან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენ ''ქართულმა ოცნებამ'' წაგვართვა და დაბლოკა. ასევე გვექნება, რამდენიმე სენატორთან შეხვედრა და მომავალ ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან. ეს იქნება ძალიან საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვანახოთ აქ ადამიანებს, რომლებიც 35 წლის განმავლობაში გვერდში უდგანან ჩვენს ქვეყანას, დემოკრატიას. უნდა იცოდნენ, რომ არის საქართველოში ხალხი, რომელსაც უნდა თავისუფალ სამყაროსთან ურთიერთობა და ევროპასთან ურთიერთობა და არა ის, რასაც ''ქართული ოცნება'' სთავაზობს'', - ამბობს მამუკა ხაზარაძე.