ჰიპერი: ევროკავშირი გმობს დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს
"ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს" - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები უნდა გაათავისუფლონ და "უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს" შედეგები მოჰყვეს.
ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას. უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება უნდა მოხდეს. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს“, - წერს ანიტა ჰიპერი.